IP კამერების შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პარამეტრები:
1. გარჩევადობა - ეს პარამეტრი ვიდეოგამოსახულების ხარისხის პირდაპირპროპორციულია. იზომება მეგაპიქსელებში.
2. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხედვის კუთხე.
3. ღამის ხედვის დისტანცია.
4. ელექტროკვების პარამეტრები - გავრცელებულია 2 ტიპის კამერები: DC12V და POE 802.3AF. POE სტანდარტი გაცილებით უფრო სტაბილურად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას.
5. ექსპლოატაციის გარემო - ღია ცის ქვეშ და შენობაში ექსპლოატაციისთვის განკუთვნილი კამერები ერთმანეთისგან გასხვავდებიან კორპუსის ფორმებით და ჰიდროიზოლაციის სტანდარტებით
6. თავსებადობა - სხვადასხვა ბრენდის ვიდეორეგისტრატორები და IP კამერები ზოგჯერ არასრულად ან საერთოდ არათავსებადია ერთმანეთთან, ან საჭიროა დამატებითი კონფიგურაცია თავსებადობის მისაღწევად